воскресенье, 10 июля 2016 г.





          მეცხრე დღე


      დღევანდელი დღე  განსაკუთრებულად საინტერესო იყო,რადგან მოხდა პრეზენტაციების წარდგენა ფართო აუდიტორიის წინაშე.. თვალნათლივ წარმოჩინდა პრეზენტაციის შექმნისას დაშვებული შეცდომები თუ დადებითი მხარე ,რაც დაგვეხმარება ჩვენს შემდგომ მუშაობაში მოსწავლეებთან თუ საკუთარ თავთან.
      მნიშვნელოვანი და მეტად გასათვალისწინებელია ქალბატონი თამარის მიერ გაკრთრბული შემაჯამებელი მიმოხილვა და რეკომენდაციები.
       
     ტრენინგი საინტერესო და მეტად საჭირო  გახლდათ.

                     მადლობა და ნახვამდის!

суббота, 9 июля 2016 г.



მერვე დღე
     

 დავასრულეთ ბლოგზე  ჩვენი ნამუშევრების განთავსება. ვიმუშავეთ შეფასებაზე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოტივაციისათვის . საგაკვეთილოპროცესში ეს საშუალებას იძლევა  ვიმუშაოთ შედეგების შემდგომ გაუმჯობესებაზე.
        ტრენინგ-კურსი მეტად საჭირო და საინტერესო იყო.ტრენერი საქმის ღრმა მცოდნე და რაც ყველაზე მეტად მისასალმებელია, არის კომუნიკაბელური, ყურადღებიანი,შედეგზე ორიენტირებული.


       ქალბატონო თამარ, მადლობა!!!

среда, 6 июля 2016 г.

მეშვიდე დღე

 დღეს დავასრულე პრეზენტაციაზე მუშაობა: გავმართე როგორც შინაარსობრივად, ასვე ვიზრუნე პროექტის ვიზუალურ მხარეზე,მოვიძიე შესაბამისი სურათები თუ ვიდეომასალა ვიდეოპორტალიდან , რითაც   გავამდიდრე და უფრო საინტერესო გავხადე ჩემი პრეზენტაცია. პრეზენტაცია გამოვაქვეყნე ბლოგზე.


        ჰოპლაააა!

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი



воскресенье, 3 июля 2016 г.

მეექვსე  დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ მაჩვენა რამდენი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ სწავლა/სწავლების პროცესში გამოვიყენოთ პროექტებით სწავლება რა ძალისხმევაა საჭირო წარმატებული პრეზენტაციის მოსამზადებლად.


     კარგი და ნაყოფიერი იყი დღევანდელი დღე

суббота, 2 июля 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია
ვიმუშავე ბუკლეტზე, ვეცადე ვიზუალურად და შინაარსობრივად ყოფილიყო საინტერესო,რაშიც  დამეხმარა იმის ცოდნა რომ ბუკლეტი დამეხმარება დავაინტერესო როგორც დირექცია, ასევე მშობლები პროექტზე  მუშაობას შეუწყონ ხელი. დავანახო რა
სასურველ შედეგებზე გაგვიყვანს სწავლება პროექტების დახმარებით. ტრადიციულად მოაზროვნე პედაგოგები დავარწმუნო სწავლების თანამედროვე მეთოდების უპირატესობაში სწავლა-სწავლების პროცესში.რაც გაგვიყვანს შესაბამის  შედეგებსე.



დღე იყო მეტად ნაყოფიერი. მადლობა ქალბატონ ტამარს!